პროექტის შესახებ

                                    2018 წელი.
წიგნთან ურთიერთობის კუულტურისა და აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბების მიზნით, ლიტერატურული კლუბი აგრძელებს საქმიანობას,კლუბის საქმიანობის პრიორიტეტად,წელს, დაისახა მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ლიტერატუტული ნაწარმოებების გაანალიზების შედეგად. ჩამოუყალიბდეთ საკუთარი პოზიცია ამათუ იმ მნიშვნელოვანი საკითხისადმი, შეძლონ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა პრობლემისადმი,გახდნენ ტოლერნტული და გამოიმუშაონ ემპათიის უნარი, დაგმონ ომი და მისი სისასტიკე.
კლუბში მოეწყობა კინოჩვენება,შერჩეული წიგნების ეკრანიზაცია, რაც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას განავითაროს მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევები.
კლუბის მიზანია, მშბელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში  და მშობლებთან ერთად განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობები.
წელს სავალდებულო საკითხავ წიგნებად შეირჩა შემდეგი წიგნები:
             პულმანი-საოცრება
                                ავგი და მე

   რიჩარდ ბახი--თოლია ჯონათან ლივინგსტონი
 დენიელ კიზი--- ყვავილები ელჯერონისთვის
  მარკუს ზუზაკი   წიგნის ქურდი
  დათო ტურაშვილი- ჯინსების თაობა


                                           ანა ფრანკის დღიურები

                                             მალალა იუსაფზაი
 ჰარიეტ ბიჩერ სტოუ--ბიძია თომას ქოხი
                                     
თეა თოფურია       ერთი დღე სხვა პლანეტაზე
                           
     მარკ  ჰედონი   რა შეემთხვა ღამით ძაღლს
ფიცჯერალდი----- დიდი გეტსბი

ჰემინგუეი           მშვიდობით იარაღო

ჰიუგო            კაცი რომელიც იცინის
ყურბან საიდი ალი დანინო
 ხალიდ ხოსენი ფრანით მორბენალი
   შმიდტი ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი

                       


                                          პროექტი"ლიტერატურული კლუბი წიგნიერებისთვის"
პრობლემა:  მოსწავლების ინტერესი წიგნის კითხვისადმი დაბალია,უჭირთ წაკითხულის გააზრება, დეტალებზე დაკვირვება, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა  ნაწარმოებში დასმული პრობლემისადმი,მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების დახარისხება და მათი დახასიათება, ხშირად მოსწავლეები ისე  კითხულობენ წიგნებს,რომ ყურადღებას არ აქცევენ ავტორის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ეპოქას,რამაც განსაზღვრა ნაწარმოების შექმნა.უჭირთ,აზრის ლოგიკურად და მწყობრად ჩამოყალიბება და გადმოცემა,დაბალია დისკუსიის კულტურა. უჭირთ თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის პრინციპის გატარება.


მიზანი:  წიგნთან ურთიერთობის კულტურის ჩამოყალიბება,წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდა,ხელი შეეწყოს  მოსწავლეთა აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას. შეიქმნას ლიტერატურული კლუბი,სადაც გაიმართება სხვადასხვა სახის ლიტერატურული შეხვედრები,ლიტერატურული საღამოები,შემეცნებითი თამაშები,რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას ლიტერატურულ საქმიანობაში.
გაიუმჯობესენ კითხვის,გაანალიზების,დისკუსიის,წერისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები,გაიზარდოს პასუხისმგებლობის გრძნობა დაკისრებული მოვალეობისადმი.
დაეუფლონ ისტ.ტექნოლოგიების  მიზნობრივ  და სასწავლო რესურსად გამოყენების უნარ-ჩვევას.

ამოცანა: შეიქმნას ლიტერატურული კაფე.შეირჩეს  მათი ასაკისა და  ინტერესების  გათვალისწინებით შეირჩეს  საკითხავი ლიტერატურა. განისაზღვროს კლუბის მუსაობის სპეციფიკა,შემუშავდეს წესები. მოსწავლეთა წახალისების მიზნით,შემოღებულ იქნას კრედიტების დაგროვების სისტემა.მოეწყოს კინო-ჩვენებები, წაკითხული ნაწარმოების ეკრანიზაცია.მოსწავლეებმა დაამზადონ ლიტერატურული დღიური,სამახსოვრო ალბომები, შექმნან ილუსტრაციები, შექმნან  ელექტრონული წიგნები და ალბომები.


შედეგი:    შერჩეულია მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სათავგადასავლო ლიტერატურა
         მაინ რიდი-               ოცეულა,სემიონელების ბელადი                                                                                                                 თეთრი ბელადი
                                                 კვარტერონი ქალი
                                                  ზღვის მგელი
                                                 ჭაბუკი მონადირეები
                                                ჟირაფებზე მონადირე
                                                შორეულ პრერიებში

რობერტ ლუი სტივენსონი-- შავი ისარი
                                                         ბატონი ბალანტრე
                                                        განძის კუნძული
                                                         საიდუმლო ხომალდი

ჟიულ ვერნი------                  80000 კილომეტრი წყალქვეშ
                                                  კაპიტან გრანტის შვილები
                                                  საიდუმლო კუნძული

 ალ.დიუმა--------                  სამი მუშკეტერი
                                                   გრაფ მონტე კრისტო

რიჩარდ ბახი-------         თოლია ჯონათან ლივინგსტონი

გოდერძი ჩოხელი    -----      ცასწავალა
                                                   ადამიანთა სევდა.
                                   


        მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად შემოღებულია კრედიტების დაგროვების სისტემა,რაც პროექტის  დასასრულს საუკეთესო მკითხველების გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.
ჩამოყალიბებულია ლიტერატურული კაფე,სადაც იმართება ყოველკვირეული შეხვედრები ,დისკუსია სხვადასხვა პრობლემის ირგვლიავ,მომზადებულია ლიტერატურული დღიურები,შეტანილია ინფორმაცია  წაკითხული წიგნების შესახებ.შექმნილია სამახსოვრო ლიტერატუტული ალბომი და ელექტრონული წიგნი.გაუმჯობესებულია ისტ ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევა. მოსწავლეები, წერენ თავისუფალ თემას წერის სტრატეგიების გამოყენებით, ფლობენ პერსონაჟის როლის  ამოცნობისა და დახასიათების უნარ-ჩვევას.
მოწყობილია სამუშაო გარემო, მოსწავლები აქტიურად ჩაერთვნენ ინტერიერისა და დეკორაციული ნივთების შექმნაში,გაზრდილია პასუხისმგებლობის გრძნობა  დაკისრებული მოვალეობისდმი. შემუშავებულია ქცევის წესები,შემოღებულია მორიგეობის სისტემა.
გაზრდილია ინტერესი  წიგნის კითხვისადმი.გაუმჯობესდა თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევა.

No comments:

Post a Comment