მოგზაურობა ასტრიდის სამყაროში.

როცა ასტრიდ ლინდგრენის სამყაროს ეხები,გრძნობ რომ უნდა დაივიწყო რეალობა, ზურგი აქციო ყოველდღიურობას და შეუერთდე ბვშვების სუფთა სამყაროს.როცა დავგეგმე,რომ ასტრიდობა მომეწყო,დავიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა უფრო ახლოს,მძაფრად მიმეტანა შეგრძნება და განცდები,რომელიც მოაქვს ამ დიდებული ადამიანის შემოქმედებას.სცენარის მიხედვით,უნდა მომეწყო"იუნიბაკენი",გაგვეცოცხლებინა პეპი, ემილი,ოსკარი და რასმუსი,კარლსონი და ბიჭუნა,მადიკენი და ლისაბეტი და ცოტა ხნით დაუვიწყარი მოგზაურობა გამოსულიყო ასტრიდის სამყაროში. ძალიან მინდოდა,რომ ამ ძვირფას დღეს მარტონი არ ვყოფილიყავით და დაგვემეგობრებინა რომელიმე სკოლის ლიტ.კლუბი,სურვილი წვირმის საჯარო სკოლამ გამოთქვა და ძალიან გაგვახარა სტუმრობით."იუნიბაკენში" მოსულ სტუმრებს წინ მადიკენი და ლისაბეტი შეეგებნენ, გააცნეს მათ მიერ გამოგონილი თამაში "იოსები ჭაში",შემდეგ მათზე მეტი ინფორმაციის მისაღებად მინიშნებების რუკა გადასცეს და თითოეული გაჩერება მიუთითეს ,სადაც მინიშნებებს იპოვიდნენ,ასე აღმოჩნდნენ მონაწილეები პეპის ვილა ყიყლიყოში, სადაც პეპიმ ბავშვებს "ბანქოს" თამაში ასწავლა და გამარჯვებულს ხელნკეთი პეპის თოჯინა გადასცა.შემდეგ გუნდი მეორე მინიშნების მოსაპოვებლად მაწანწალა რასმუსსა და ოსკრს ესტუმრა,იქ მათ სამაგიდო თამაშები დახვდათ,მოისმინეს ოსკარისა და რასმუსის ამბები და ერთმანეთს შეეჯიბრნენ სამგიდო თამაშში,ასევე დააგემოვნეს ოსკარის საყვარელი ბუტერბროტები,რა თქმა უნდა მინიშნებაც მოიპოვეს,შემდეგი გაჩერება ემილის სახელოსნო იყო,სადაც მათ ლიონებერგელი ემილი გაიცნეს,გაიგეს,როგორ ამზადებს ემილი ხის თოჯინებს და საჩუქრად თითო თოჯინაც მიიღეს,მომდევნო გაჩერება კარლსონის სახლი იყო,სადაც ისინი კარლსონს გაეცნენ და ფრეკენ ბოკის უგემრიელესი ფუნთუშები დააგემოვნეს,რომელშიც ჩამალული იყო წიგნები,რომელიც ამ თვეში უნდა წაიკითხონ მონაწილეებმა.ბოლოს ყველა შეგროვებულ მინიშნებას თავი მოუყარეს და გაიგეს თუ როგორი ონავრები ყოფილან ლისაბეტი და მადიკენი,ხოლო თავის მხრივ ამ შესანიშნავ გუნ დს"ლინუს-იდა"უგემრიელესი ტორტით გაუმასპინძლდა.შესვენების შემდეგ, მონაწილეები გაეცნენ ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრების გზას და მონაწილეებს,ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევთავაზეთ გუნდური შეჯიბრი kahoot.com ტესტის გამოყენებით.შეჯიბრი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.დასასრულს ორმა სკოლამ მოაწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს და აიღეს ვალდებულება წაიკითხონ ჩამოთვლილი წიგნები,რომელთა ერთობლივი განხილვა პერიოდულად დაიგეგმება. თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცათ სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული ლიტერატურული დღიურები,რომლებსაც ლიტერატურული კლუბის საქმიანობის ფარგლებში შეავსებენ. ასე დასრულდა მოგზაურობა" ფარის იუნიბაკენში",ერთი ლამაზი დღე ჩვენს ლიტერატურული კლუბში.ეს იყო დღე,რომელსაც მაყურებელი არ ჰყავდა,დღეს ყველა მონაწილედ ვგრძნობდით თავს და რაც ძალიან მიხარია,მშობლებიც ჩვენთან ერთად კითხულობდნენ და ემზადებოდნენ დღევანდელი დღისთვის.მაშ ასე, ლიტერატურული კლუბის სეზონი გახსნილია და კიდევ უამრვ საქმიანობას განვახორციელებთ.



No comments:

Post a Comment