შეხვედრები და აქტივობები

                                         11 მაისი: ლიტერატურული შეხვედრა
     შეხვედრის მიზანი: ლიტერატურული დღიურების განხილვა
                                            "ტკბილი ვიქტორინა"
                                            მზადება სამახსოვორო ლიტერატურული ალბომისთვის
მოსწავლეებს  შოკოლადებში დახვდათ სიურპრიზი,პატარა გრგანილების სახით,სადაც ეწერა "პერსონაჟი","ავტორი","ნაწარმოები". მოსწავლებს უნდა ესაუბრათ იმ ნაწარმოებებზე,რომლებიც შეხვდათ ტკბილ  შოკოლადებში..
"ტკბილი ვიქტორინა",აღმოჩნდა დიაგნოსტიკური ტესტი,თუ რა ახსოვდათ კარგად,რა ჰქონდათ გასახსენებელი ან წასაკითხი.მოსწავლეებმა ჩაინიშნეს თავიანთი სისუსტეები, დაინტერესდნენ იმ წიგნებით,რომელზეც  მეგობრებმა დიდი ემოციებით ისაუბრეს.
   პროექტი დასასრულს უახლოვდება,მნიშნელოვანია შეიქმნას საბოლოო პროდუქტი,სამახსოვრო ალბომის სახით.მოსწავლეებმა გადაწყვიტეს,გააკეთონ ალბომი"ბედნიერების სკივრი",სადაც შევიტანთ მხოლოდ ბედნიერ წუთებს,ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ცხოვრებიდან და სევდიენი ისტორიები შევინახოთ,მხოლოდ ბედნიერი მოგონებებით.

                                           






                                       

                                 



























                                    4 მაისი, კინო-ჩვენება"თავისუფლების პოეტები"
                შეხვედრის მიზანი: მოსწავლეებში ციფრული წიგნიერების განვითარება.
                                                        ემპათიისა და სოციალური უნარების განვითარების                                                                             ხელშეწყობა.
                   ფილმის შინაარსი:ახალგაზრდა მასწავლებელი ერინ გრიუველი, 90_იან წლებში მუშაობას იწყებს ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მათ სწავლისადმი ინტერესი გაუჩინოს.
ფილმის შინაარსი ძალიან საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა მონაწილეთათვის,203-ე კლასი  მათთვის გახდა სიმბოლო ერთიანობისა და სიყვარულის ადამინთა შორის,განურჩევლად მათი კანის ფერისა და წარმომავლობისა.
ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ესეები თემაზე:" 203-ე კლასი"






27 აპრილი, "ციფრული თხრობა-story jumper" პროგრამის გამოყენებით.
   შეხვედრის მიზანი: 1) ციფრული წიგნიერების უნარის განვითარება.
                                           2) სემინარი web2.0 ინსტრუმენტები და მათი გამოყენების                                                                    შესაძლებლობა.
                                            3) ელექტრონული წიგნების შექმნა.
 დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, ჩვატარეთ სემინარი თემაზე,ციფრული წიგნიერება და ვებ 2.0 ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა.
მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ  შექმნან ვებ.2.0 ინსტრუმენტით ელექტრონული წიგნი,შეისწავლეს  story jumper პროგრამა.შექმნეს საცდელი ელექტრონული წიგნი,წაკითხული წიგნებისა და მათ მიერ შეთხზული სიუჟეტის მიხედვით.
დღე ძლინ საინტერესო და სიახლეებით დატვირთული იყო,მონაწილეებმა წარმატებით გართვეს თავი ახალი ინსტრუმენტის გამოყენებას.
Add caption







                               


                                     20 აპრილი" ლიტერატურული შეხვედრა"
 შეხვედრის მიზანი: 1) საყვარელი პერსონაჟის დახასიათება
                                          2) წაკითხული წიგნებიდან დასახელებული პერსონაჟების                                                                    გამოცნობა.
                                          3) თამაში " ასოციაციობანა"
მონაწილეებმა შექმნეს პოსტერები თავიანთი საყვარელი პერსონაჟების შესახებ, თამაშის წესების თანახმად,მათ ისე უნდა დაეხასიატებინათ პერსონაჟ რომ არ დაესახელებინათ ნაწარმოები და პერსონაჟის ვინაობა,დანარჩენებს უნდა ამოეცნოთ რომელ წიგნსა და პერსონაჟზეა საუბარი.
მონაწილეებმა  დახატეს პერსონაჟები,წარადგინეს აუდიტორიის წინაშე ,ყველა პერსონაჟი ამოცნობილ იქნა,ხოლო საუკეთესო პოსტერისთვის დაჯილდოვდა ერთი მონაწილე "მწვანე ვარსკვლავით"

 საინტერესო დანიშნულება მოვუნახეთ პოსტერებს, გადავწყვიტეთ ნამუშევრებით გაგველამაზებინა ჭერი." მარგო ფრანკი", "ატიკუს ფინჩი" "პარასკევა"" ეჟევიევა" ... გვიმშვენებენ ჭერს.












                              13 აპრილი" ლიტერატურული შეხვედრა"
დღევანდელი შეხვედრის მიზანი/; 1) ლიტერატურული დღიურების განხილვა"
                                                                     2) წაკითხული წიგნებისადმი დამოკიდებულების                                                                                     გადმოცემა.
                                                                       3) შემოქმედებითი ესეს წერის ტექნიკის გაცნობა
                                                                        4) განხილვა  წიგნიდან ფრაზა და თავისუფალი                                                                                            თემის წერა.
                                                                         5) თამაში " ლიდერობანა"  .უკუკავშირი
ბავშვებმა განიხილის თავიანთი დღიურების ჩანაწერები, გაგვაცნეს  ემოციები და დამოკიდებულებები  წაკითხული წიგნისადმი. შთაბაეჭდილებები იყო ძლინ საინტერესო და ემოციური,მონაწილეები მსჯელობდნენ,რა შეიცვალა მათში ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ,რამ მოახდინა განსაკუთრებული გავლენა. სწორედ,ამ განხილვებისას წამოვიდა იდეა,რომ ჩაგვეტარებინა ვიქტორინა დღიურებში გადმოცემული შთაბეჭდილებების შესახებ,გავიგოთ ვინ უსმენდა მეგობრის დღიურს ყურადღებით.
 მონაწილეები გაეცნენ თავისუფალი ესეს ტექნიკას. შეირჩა ფრაზა წიგნიდან" ანა ფრანკის დღიურები"  გადით გარეთ სუფთა ჰაერზე,გადით და ეძებეთ ბედნიერება  თქვენს საკუთარ თავში და ღმერთში.იფიქრეთ რამდენი მშვენიერი რამ ხდება თქვენს სულში,თქვენს ირგვლივ და იყავით ბედნიერი"
მონაწილეებმა შექმნეს ესეები"რა არის ბედნიერება"
 შეხვედრის დასასრულს განწყობისათვის ვითამაშეთ" ლიდერობანა" განსაკუთრებით ემოციური და სახალისო იყო ეს ნაწილი,მძიმე დამღლელი თემის წერის შემდგომ,რაც აღნიშნეს კიდეც უკუკავშირში.




                           პერფომანსი"  ვუმკურნალოთ წიგნებს"
როცა თამაში საქმედ იქცევა......
ლიტერატურული კლუბის საქმიანობის ფარგლებში,აღმოვაჩნეთ ,რომ ძალიან ბევრი წიგნი ჩვენგან დახმარებას მოითხოვდა..
მოკლედ გადავწყვიტეთ "გვემკურნალა" მათთვის და გარდავისახეთ...
თამაშის წესი ასეთია, დავამზადეთ ფორმები, ბარათებზე დავაწერეთ ექიმების პოზიცია: ქირურგი, ოჯახის ექიმი,პროფესორი და ექთნის თანაშემწე...შემთხვევითობის პრინციპით,როლებიც გადანაწილდა, გავეცანით მოვალეობებსაც,
ექთნისთანაშემწე- აღმოაჩინოს "ავადმყოფი წიგნები" და მიივანოს ოჯახის ექიმთან,ოჯახის ექიმი დაუსვამს დიაგნოზს,რა სჭირდება ქირურგიული ჩარევა თუ პლასტიკური ოპერაცია,გზავნის "ავადმყოფს პროფესორტან,პროფესორი ადგენს საბოლოო დიაგნოზს და არჩევს მკურნალობის მეთოდს,"ყდის ფერს და დიზაინს" და აგზავნის ქირურგთან,რომელიც საბოლოოდ უტარებს" რეკონსტრუქციულ ოპერციას" და აბარებს ექთნის თანაშემწეს,რომელსაც თავის მხრივ გამოჯანრთელებული წიგნი მიაქვს თავის ადგილზე.
თამაში იყო ძლინ საინტერესო და სახალისო,დღეს ჩვენ ვუმკუნალეთ 15 წიგნს. "მკურნალობის" კვირეული გრძელდება...
მონაწილეები დღეს შესრულებული სამუშაოსთვის მწვანე ვარსკვლავებით დაჯილდოვდნენ.
Ekaterine Tsulukidze-(ი)ს ფოტო.
Ekaterine Tsulukidze-(ი)ს ფოტო.







                 










                       
     6 აპრილი   " ლიტერატუტული დღიურების განხილვა"
 დღეს  ლიტერატურული დღიურების განხილვების დღე იყო.
ლიტერატურული საქმიანობის ფარგლებში შეიქმნა "ლიტერატუტული დღიურები",სადაც მოსწავლეები ინიშნავენ წაკითხული წიგნების შინაარს, ეპოქას, პერსონაჟებს,და წიგნის ავტორს.
ორიგინალური გაფორმებით გამოირჩევა მათი დღიურები,გამომდინარე იქიდან,რომ  კლუბს ქვია "ჯინსების თაობა", დღიურებსაც  ჯინსისაა.


ლიტერატუტული დღიურები,ხელს უწყობს მოსწავლეებმა გაიაზრონ წაკითხული წიგნის შინაარსი,გაანალიზოს ეპოქის თავისებურებები, დაახარისოხ და დაახასიათოს პერსონაჟები,გაეცნოს ავტორის ბიოგრაფიულ ასეპექტებს, განავითაროს შემოქმედებიტი აზროვნება,დახვეწოს წერის ტექნიკა და გაიუმჯობესოს თავისუფალი  და შემოქმედებითი აზროვნება.
შეხვედრის მეორე ნაწილი გაცნობით თამაშს დაეთმო. ბავშვებმა უკეთ გაიგეს ერთმანეთის ინტერესები და  მისწრაფებები.თამაშის წესების შესაბამისად,ერთი მოსწავლე სვამს კითხვას,ხოლო დანარჩენები დგებიან იმ ანბანის ასო-ბგერაზე,რომელზეც იწყება მისი საყვარელი კითხვა.




                     




                 30  მარტი." ჩვენ ვსწავლობთ ურთიერთთანადგომას"
დღეს,ლიტერატურულმა კაფემ კინოჩვენებას უმასპინძლა, შერჩეული იყო,ჰოლანდიელი რეჟისორის, დენის ბოტსის  ფილმი, "კარგი ბავშვები არ ტირიან".



 მოსწავლეებმა განსაზღვრეს დღის მოლოდინები.გაეცვნენ ფილმის სათაურს,რეჟისორს და ჟანრს.














შემდეგ მათ შეთავაზებული ქონდათ სიტუაციური ამოცანები,რომელებიც  უშუალოდ კავშირში იყო ფილმის სიუჟეტსა და მთავარ სათქმელთან. და მათი გადაჭრის გზების ძიება.

























ფილმი ძალინ ემოციური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვი,პერიოდულად ფილმის მსვლელობისას ვსვამდით კითხვებს და იმართებოდა დისუსია სხვადასხვა პრობლემის ირგვლივ.


ფილმის დასასრულს მოსწავლეებმა შეავსეს"მაყურებლის სქემა"

 დღის ბოლოს,მოსწავლეებმა შეავსეს უკუკავშირის დაფა.ძალინ შთამბეჭდავი იყო მათი შეფასებები,ისინი ემოციითა და კმაყოფილებით სავსე იყვნენ დღევანდელი დღით.
 საშინაო დავალებად მოსწავლეებს მიეცათ ესე თემაზე" ურთიერთთანადგომა"





                                     23 მარტი"ჩვენ ჯინსელები გავხდით"

23 მარტი  პირველი შეხვედრის დღე იყო. მოსწავლეებმა განსაზღვრეს საკუთარი მოლოდინები,თუ რას ელიან ამ შეხვედრებიდან,როგორ წარმოუდგენიათ მათ თავიანთი საქმიანობის მომავალი გავნვითარება.


 დიდი მოლოდინითა და ხალისით შეუდგნენ, მომავალი აქტიური მკითხველები მოლოდინების განსაზღვრას.
















რა თქმა უნდა, მცირე გნტვირთვაც არ დაგვიწყნია  და  დაკვირვების უნარის განვითარებაც., დიდი ხალისით ვითამაშეთ
"სიტყვების ახსნა",











No comments:

Post a Comment