დასკვნით-შემაჯამებელი ღნისძიება

2016-17 სასწავლო წელი ,მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო იმით,რომ მე-9 კლასთან ერთად განვახორციელეთ სასწავლო პროექტი, რომელიც გასცდა მხოლოდ სასწავლო ფარგლებს და შემეცნებით სახელოვნო დატვირთვაც შეიძინა.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გაზრდილიყო წიგნის კითხვისადმი ინტერესი, განევითარებინათ წერისა და წაკითხულის გააზრების უნარი,სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ლიტერატურული კლუბი" ჯინსების თაობა",სახელწოდებას ბატონ დათო ტურაშვილს დავესესხეთ,თუმცა ინსპირაცია ამ სახელწოდების იყო ჯინსებით გაფორმებული ლიტერატურული დღიურები.ვწერეთ,ვიკითხეთ, ვითამაშეთ,ვიმუშავეთ და მთელი წელი წიგნების სამყაროში, ლამაზად ვიმოგზაურეთ და აი, დადგა პროექტის დასკვნითი ეტაპიც,გადავწყვიტეთ ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა სხვა სკოლებისთვისაც და ერთად გამოგვეცადა ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებიც.
31 მაისი მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში.კლუბმა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და სკოლებთან თანამშრომლობის მიზნით,მოიწვია სვანეთის სკოლები ლიტერატურულ კონკურსზე"წიგნების თარო"
ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგებოდა.პირველი დაეთმო ლექციას "ვეფხისტყაოსანზე" და ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშების მნიშვნელობას,რომელიც აუდიტორიას წარუდგინა ლევან გელაშვილმა
შემდეგ პროექტის მონაწილე ბავშებმა,საზოგადოებას გაუზიარეს პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილება.
ღონისძიების მეორე ეტაპი,ინტელექტუალურ შემეცნებითი კონკურსისგან შედგებოდა,
"წლის საუკეთესო მკითხველი გუნდის" ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ეჯიბრებოდნე ლახამულის,ყარ-სგურიშის,ეცერისა და ფარის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები.
გასაოცარი ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოავლინეს თითოეული გუნდის წევრებმა და დაძაბულ გონებრივ შეჯიბრში, გამარჯევბა მოიპოვა მასპინძელი სკოლის გუნდმა" ჯინსების თაობა",მეორე ადგილის მფლობელი გახდა ლახამულის საჯარო სკოლის გუნდი" ნერგები"მესამე ადგილის მფლობელი ყარ-სგურიშის გუნდი " ედელვაისი".
გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დაბა მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი დარეჯან ნიგურიანი,ლახამულის, ეცერის და ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორები და პედაგოგები.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,ადგილობრივი გაზეთის "ლილეს"დამფუძნებელი და რედაქტორი,ქალბატონი ირმა ჯაჭვლიანი,რომლებმაც მედია მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩვენ პროექტს.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.




                                         ვეფხისტყაოსანი   850 წლისაა!
"ვეფხისტყაოსანი 850 წლისაა!"
საინტერესოდ და ორიგინალურად გადავწყვიტეთ ეს თარიღი შეგვეხსენებინა მოზარდი თაობისთვის.
31 მაისს ფარის საჯარო სკოლას,პროექტის,ლიტერატურული კლუბის" ჯინსების თაობის" ფარგლებში ესტუმრა," ვეფხისტყაოსნის" სამაგიდო თამაშების შემქმენლი,თსუ-ს დოქტორანტი,ლევან გელაშვილი,რომელმაც წაიკითხა ლექცია "ვეფხისტაყაოსანის სამაგიდო თამაშების ისტორიის შესახებ",კიდევ ერთხელ დაანახა მოზარდებს,ვეფხისტყაოსნის მრავალფეროვანი სამყარო.
ლევან გელაშვილი,ის ახალგაზრდაა,რომელმაც პირველმა აქცია "ვეფხისტაყაოსანში" წარმოდგენილი აფორიზმები ლიტერატურულ მარულად.მან შექმნა პირველი,ილუსტრირებული,ფერადი სამაგიდო თამაში ვეფხისტყაოსნის თემაზე,რომელსაც აქტიურად დაუჭირა მხარი #ბავშვთადაახალგაზრდობისგანვითარებისფონდი#,სწორედ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა სერიული გამოცემა.
აღნიშნული თამაში,მნიშვნელოვანი რესურსია ყველა პედაგოგისთვის,ამ თამაშით,იზრდება ინტერესი პოემის კვლევისა და შესწავლისადმი,რაც მოსწავლეს აძლევს საშუალებას ეძიოს,იკითხოს და ისწავლოს პოემა თამაშ-თამაშით.
მადლობა ლევან გელაშვილს,რომელმაც სრულიად უანგაროდ გამოთქვა სურვილი,მხარი დაეჭირა ჩვენი პროექტისთვის,ჩაეტარებინა ვორქშოფი სვანეთის სკოლის მოსწავლეებისთვის და სამახსოვროდ გადაეცა სამაგიდო თამაში სკოლის ბიბლიოთეკისათვის.
სამაგიდო თამაშის ავტორმა, საზოგადოებას წარუდგინა მისი ახალი ვარიანტები "ვეფხისტყაოსნის" სამაგიდო თამაშების,რომლის წარმოებას უახლეს პერიოდში შეძლებს.
წარმატებები ნიჭიერ ახალგაზრდას და მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.

Ekaterine Tsulukidze-(ი)ს ფოტო.
Ekaterine Tsulukidze-(ი)ს ფოტო.Ekaterine Tsulukidze-(ი)ს ფოტო.

No comments:

Post a Comment