2019-2020 წლის აქტივობები

                         ლიტერატუტული მარათონი "გვირილების დაფა"
მოტივაცია, ახალგაზრდებში მნიშნელოვნად განსაზღვრავს ქცევას.კითხვის პროცესი სახალისო რომ იყოს და საკუთარ პროგრესს თვალნათლივ ხედავდეს მოსწავლე,შევიმუშავეთ მეთოდი "გვირილების დაფა".
წინასწარ შერჩეულ წიგნებს მიენიჭათ ქულები,"გვირილები",მოსწავლები კითხულობენ წიგნებს,ავსებენ ლიტერატუტულ დღიურს და იღებენ ჯილდოდ "გვირილებს",რომელიც თვალსაჩნო ადგილას გამოკრულ დაფაზე ეკვრება.
        სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლების "გვირილები" დაჯამდა და მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი ვაუჩერი,რომელსაც ლიტერატუტლ ბაზრობაზე გადაცვლის მისთვის სასურველ სასწავლო ნივთებში.
        გამოვლინდა 2020 წლის საუკეთეოს მკითხველი,ორ ასაკობრივ კატეგორიაში და გადაეცათ სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები სკოლის დირექციისაგან.









 
                         ლიტერატუტული კლუბის  პანდემიის პერიოდის გამოწვევები


                      გამომდინარე იქიდან,რომ მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია და ქვეყანაში მოქმედებს  covid 19-ით გამოწვეული რეგულაციები და სკოლები ონლაინ სასწავლო რეჟიმშ არიან გადასულები,ლიტერატუტული კლუბის საქმიანობის ფორმატიც შეიცვალა.მოსწავლეებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატში გადავიდა,საკითხავ წიგნებს წერილებთან ერთად  ლიტერატუტული კლუბის ხელმძღვანელი აწვდიდა სახლში და წაკითხულის გაანალიზება და განხილვა ონლაინ შეხვედრებზე.
                      

                                          ფილმი "ბიჭი რომელმაც ქარი მოათვინიერა"
მოგზაური წიგნების"კლუბის წევრებს,საშინაო დავალებად გეძლევათ უყუროთ ფილმს"ბიჭი,რომელმაც ქარი მოათვინიერა".ფილმი გადაღებულია 2019 წელს.ჟანრი განეკუთვნება დრამას,რეჟისორი:ჩივეტელ ეჯიოფორი.ფილმის სიუჟეტი: უამრავი პრობლემის მიუხედავად,13 წლის მალაველი ბიჭი,უჩვეულო გზას გამონახავს თავისი ოჯახისა და მთელი სოფლის უკიდურესი შიმშილისგან დასახსნელად.
.


                            პირადი დღიურები "უჩვეულო სამყარო"


დღეს,პირველი ონლაინ ლიტერატურული კლუბის შეხვედრა გავმართეთ.სასაუბრო თემად დღიურები შევარჩიეთ,გავიხსენეთ ის წიგნები,რომელიც დღიურის სტილშია დაწერილი და კაცობრიობის ისტორიაში დიდი გარდატეხა მოახდინეს.გადავწყვიტეთ დავიწყოთ პირადი დღიურების წარმოება და მათ დავარქვათ"უჩვეულო სამყარო" ან "უცნაური კარანტინი",ჩვენი მიზანია აღვწეროთ ის ემოციები,დამოკიდებულებები,რაც COVID-19 -მა გამოიწვია.ვისაუბრეთ იმწიგნებზე,რომელსაც ახლა ვეცნობით "გრძელფეხება მამილო","ჰალიდ ხოსენი,"ფრანით მორბენალი",მარკუს ზუზაკი"წიგნია ქურდი", ჯანი როდარი"ჩიპოლინოს თავგადასავალი",თეა თოფურია"პარადიის არდადეგები",ასტრიდ ლინდგრენი,"მადიკენი","მადიკენი და იუნიბაკელი კუდრაჭა",არნე სვინგენი" ბალადა გატეხილ ცხვირზე".და ყოველ შაბათს ვირტუალურ სივრცეში გავუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.დავალებად მივიღეთ ვუყუროთ ფილმს"ბიჭი,რომელმაც ქარი მოათვინიერა".             

                              მინი პროექტი "მოგზაური წიგნები"
ფარის საჯარო სკოლის ლიტერატუტული კლუბი "ჯინსების თაობა" დაუმეგობრდა მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლას.დაიგეგმა ერთობლივი ლიტერატუტული საქმიანობა.გამომდინარე იქიდან,რომ სკოლა არ არის აღჭურვილი თანამედროვე ლიტერატურით,ფარის საჯარო სკოლის ლიტერატუტული კლუბი წვირმის სკოლას გაუგზავნის წიგნებს წერილებით,სადაც მოსწავლეთა შთაბეჭდილებებია გადმოცემული.
   წიგნების წაკითხვის შემდეგ,მეგობარი სკოლის მოსწავლეები წიგნებთან ერთად  წერილების სახით თავიანთ შთაბეჭდილებებს გამოუგზავნიან ფარის ლიტერატუტული კლუბის მოსწავლეებს.დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები და ლიტერატუტული საქმიანობები.
  შეიქმნა ფეისბუქგვერდი,სადაც განთავსდება პროექტით მიმდინარე აქტივობები.
https://bit.ly/3Nz7PZU

                          "მოგზაური წიგნების"კლუბის შეხვედრა მესტიის კოლეჯ "თეთნულდში"
დღეს "მოგზაურ წიგნთა" კლუბის წევრების შეხვედრა გაიმართა მესტიის პროფესიულ კოლეჯში.შეხვედრის მიზანი იყო ორი სკოლის,ფარისა და წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები წაკითხული შესახებ. რამდენიმე თვის წინ საკითხავ წიგნად შეირჩა"ანა ფრანკის დღიურები",მოეწყო ფილმის ჩვენება,წიგნში ასახული პრობლემების განხილვა საკუთარ სკოლებში, დღეს კი პირადად უნდა შეხვედროდენ გუნდის წევრები.ითამაშეს "ბრმა პაემანი" ,რამაც კიდევ უფრო დაახლოვა მონაწილეები,შემდეგ იმსჯელეს წაკითხულზე,ერთმანეთს გამოცდაც მოუწყვეს და მათ მიერ შედგენილი ტესტები შესთავაზეს.მოამზადეს პრეზენტაციები თემაზე:"ჰოლოკოსტი რომ არა..." დასასრულს შეირჩა თვის საკითხავი წიგნები: მარკუს ზუზაკი" წიგნის ქურდი","მე ვარ მალალა", ნეფერტარი"ბედუინი",ა.პულმანი"სოცრება".23 აპრილს ჩაინიშნა კლუბის მომავალი შეხვედრა.კლუბის სახელით , მადლობას ვუხდით პროფესიულ კოლეჯ "თეთნულდს".


 








                                                     ჰოლოკოსტის დღე
27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის ბანაკის ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძიმე ფაქტი გაიხსენეს დღეს"მოგზაური წიგნის"კლუბის წევრებმა.
ფარისა და წვირმის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა ჰოლოკოსტის თემაზე მოაწყვეს დისკუსია,ისაუბრეს წიგნზე"ანა ფრანკის დღიური" და სხვადასხვა ლოკაციაზე მოაწყვეს ფილმის"ანა ფრანკის დღიურების" ჩვენება.
ფარის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის უმცროსკლასელებისთვის, მოეწყო საინფორმაციო ლექცია ჰოლოკოსტის შესახებ,"ცხელი სკამის" გამოყენებით გაეცვნენ წიგნს"ანა ფრანკის დღიურები".მონაწილეებს ჰქონდათ უამრავი კითხვები ჰოლოკოსტსა და ანა ფრანკის შესახებ









2019-2020 სასწავლო წელს,ლიტერატურულმა კლუბმა"ჯინსების თაობა"ორ ასაკობრივ ჯგუფში გააგრძელა მუშაობა.
თითოეული ჯგუფისთვის შერჩეულია ასაკობრივი  მხატვრული ლიტერატურა.თითოეულ წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულების აღმნიშვნელი გვირილა,მოსწავლეები წაკითხული წიგნების შესაბამისად აგროვებენ გვირილებს,რასაც სასწავლო წლის ბოლოს გადაცვლიან სხვადასხვა ნივთებში.
მე-5 კლასის მოსწავლეები წაიკითხავენ:
1) ენიდ ბლაინტონი-მელორი ტაუერსი
2)ასტრიდ ლინდგრენი- ყაჩაღის ასული რონია
3) ენიდ ბლაინტონი-ცნობილი ხუთეული
4) ქესი ბიზლი-ცირკი მირანდუსი
5) ანა კატერინა ვესტლი-ავრორა Zკორპუსიდან
6) მარია ფარი-ტუვა გლიმერდალიდან
7) ასტრიდ ლინდგრენი-პეპი გრძელწინდა
8) ასტრიდ ლინდგრენი"ძმები ლომგულები"
9) ასტრიდ ლინდგრენი- კარლსონი და ბიჭუნა
10 ასტრიდ ლინდგრენი კარლსონი კვლავ ოინბაზობს
11) ასტრიდ ლინდგრენი"კარლსონი ისევ მოფრინდა"
12) ასტრიდ ლინდგრენი-მაწანწალა რასმუსი
13) ასტრიდ ლინდგრენი ემილის თავგადასავალი
14) ასტრიდ ლინდგრენი-ლოტა აურზაურის ქუჩიდან

მე-7-8 კლასის მოსწავლეეი წაიკითხავენ:
1) ანა ფრანკის დღიურები
2)მალალა იუსაფზაი-მე ვარ მალალა
3) არნფინ ქოლერუ-კეთილიონი
4) ლუიზა მეი ოლკოტი
5) ტუვე იანსონი-ნოემბრის მიწურულს
6)არნე სვინგენი- ბალადა გატეხილ ცხვირზე
7) ინგუნ თონი-ულისი
8)    ჯერომ კ.ჯერომი -სამნი ნავში
9) დარელი-ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები
10)პიტერ ბანზლი-მექანიკური გული
11)ნოდარ დუმბაძე-მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
12)ჟიულ ვერნი -თხუთმეტი წლის კაპიტანი
13 )იანუშ კორჩაკი -მეფე მათიუში
14)ჯონ ბოინი-ბიჭი ზოლიან პიჟამაში


No comments:

Post a Comment