Friday 24 March 2017

ლიტერატურული კაფე"ჯინსების თაობა"






23 აპრილს,ჩატარდა პირველი შეხვედრა ლიტერატურული კაფეს დაარსების ფარგლებში.
რამდენიმე თვის ლიტერატურული  საქმიანობის შემდეგ,გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა ლიტერატურული კაფე,სახელწოდებით," ჯინსების თაობა". რატომ ჯინსების თაობა?-უბრალოდ ჯინსების თაობა ხომ თავისუფლების,სამყაროს ახლებურად გააზრების სიმბოლოა,ჩვენც გვჯერა,რომ ეს კაფე იქნება ჩვენი აზროვნების, ახალი იდეების გენერატორი,აქ შევძლებთ ჩვენი პიროვნული "მეს" გამოვლენასა და რეალიზებას.
უამრავი ლიტერატურული გმირის ცხოვრების გაცნობა,მოგვცემს საშუალება  შევიმეცნოთ სამყარო და გავიგოთ  ცხოვრების  ავანჩავანი.
   ჩვენ არაფრისგან შევქმენით ულამაზესი,მყუდრო გარემო,დავამზადეთ ლიტერატურული დღიურები,  "ჯინსის" ფაქტურის გამოყენებით , დავამზადეთ მეორადი ნივთებით დეკორაციები,სანიშნეები,ბალიშები და ულამაზესი ფარდები, შევიმუშავეთ ქცევის წესები,რაც ჩვენი საქმიანობის ორგანიზებულობას განაპირობებს.აქ ყველაფერი დიდიდ სიყვარულით,ჩვენი ხელთ გავაკეტეთ და ახალი სიცოცხლე შევძინეთ ჩვენს სასკოლო,მრავალფუნქციურ  ოთახს,.აქ ყველაფერი წიგნის სამყაროს მოგაგონებთ,და რაც მთავარია  ძალინ დიდი სიყვარული,სიმყუდროვე და სილაღე იგრძნობა.

 კ  ე  თ  ი  ლ  ი    ი  ყ  ო  ს      თ  ქ  ვ  ე  ნ   ი     მ   ო   ბ   რ   ძ  ა  ნ   ე  ბ   ა !

სანიშნეები.

ლიტერატურული დღიურები

ბალიში -პუფი "პეპი"
ქცევის წესები მონაწილეთათვის

შეხვედრის კალენდარი და აქტივობები.